დომუს ინჟინერინგი

კომპანია დომუსი საინჟინრო გადაწყვეტილებების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი ამოცანების და ახალი მიდგომების რეალიზების მიზნით კომპანიის მმართველი გუნდის მიერ 2018 წელს დომუსის შვილობილი კომპანია "დომუს ინჟინერინგი" შეიქმნა.
დომუსის მიმდინარე და სამომავლო პროექტებში გათბობის, კონდიცირების, ელექტროობის, სანტექნიკის და ვენტილაციის სამუშაოებს უკვე კომპანია "დომუს ინჟინერინგის“ პროფესიონალთა კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი განახორციელებს.
გათბობის ინდივიდუალური სისტემიდან კომპანია დომუსი სრულიად ახალ, თანამედრიოვე ცენტრალიზებულ სისტემაზე გადავიდა. ჩვენი გუნდის მიზანს სამშენებლო პროექტების იერსახის გაუმჯობესება, მაქსიმალური ენერგოეფექტურობა და BMS (Building Management System) ჭკვიანი სახლის სისტემის დანერგვა წარმოადგენს.